ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ რუსეთმა „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

რუსეთმა „ქართული ლეგიონი“, რომლის წევრებიც უკრაინაში იბრძვიან, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. 

როგორც რუსული მედია „ეფესბეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რუსეთი „ქართული ლეგიონის“ წევრებს ბრალად სდებს რუსეთის ტერიტორიაზე „ტერორისტული აქტების ორგანიზებას“, „რუსი სამხედროების წამებას“ და „მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას“.

„შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რაიონულმა სამხედრო სასამართლომ გასამხედროებული ფორმირება „ქართული ეროვნული ლეგიონი“, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციების ერთიან ფედერალურ სიაშია შეყვანილი და მისი საქმიანობა აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე.

ლეგიონის წევრები საომარ მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მონაწილეობენ და ასევე, ჩართული არიან დივერსიული და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალის წამებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში“, - აცხადებენ „ეფესბეში“.