აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე უმაღლეს საბჭოს საქმიანობის ანგარიშს აბარებს.
დეპუტატების წინაშე მთავრობის თავმჯდომარე იმ მიღწევებზე საუბრობს, რაც მისივე თქმით, რეგიონის ხელისუფლების მუშაობის შედეგია.
რიჟვაძე ყურადღებას ტურიზმის ზრდასა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ამახვილებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას საბჭოს ოპოზიცია არ ესწრება, შესაბამისად დღევანდელი პლენარული სხდომა სავარაუდოდ, დაპირისპირების გარეშე ჩაივლის.
უმრავლესობა კი, როგორც მოსალოდნელია, რიჟვაძეს კომფორტის ზონას შეუქმნის და კრიტიკულ კითხვებს არ დასვამს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში მას შემდეგ გადავიდა, როდესაც პარლამენტმა რუსული კანონი მიიღო. აჭარის მთავრობის თავმდომარე საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად წარადგენს.
ავტორი: სულხან მესხიძე