ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაჭარაშვილი პრეზიდენტზე: ვეტოვუმენად გადაიქცა - ვეტოს ხმალივით იყენებს, როგორც უნდა და როგორც ეტყვიან

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ზურაბიშვილი ვეტოვუმენად გადაიქცა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ფიცი და უღალატა ამომრჩეველს, ქვეყანას. ვინც აგინებდა, მათ იწყალებს.

„მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს სურვილი აქვს, ვეტოების თაობაზე ჩვენი კომენტარები უფრო ხშირად მოისმინოს – ვეტოვუმენად გადაიქცა და სურვილი აქვს, პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს. მას სურს, საზოგადოებას, როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე მოევლინოს. ამ ადამიანმა დაარღვია კონსტიტუცია, პრეზიდენტის ფიცი და უღალატა ამომრჩეველს, ქვეყანას. ვინც აგინებდა, მათ იწყალებს. ვეტოს ხმალივით იყენებს, როგორც უნდა და როგორც ეტყვიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.