ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდება, თუ უკრაინა დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკებიდან, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანს და NATO-ში გაწევრიანების გეგმაზე უარს განაცხადებს.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მათი მხარე დაუყოვნებლივ, იმავე წუთში გასცემს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების ბრძანებას.

„უკრაინელმა ჯარისკაცებმა სრულად უნდა დატოვონ დონეცკის, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები - აქვე, ყურადღებას ვამახვილებ, რომ: საუბარია მთლიან ტერიტორიაზე ამ რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რომლებიც მათი უკრაინის შესვლის მომენტისთვის არსებობდა.

როგორც კი კიევი განაცხადებს, რომ მზად არის ამ გადაწყვეტილებისთვის და დაიწყებს ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან, ასევე ოფიციალურად შეგვატყობინებს უარს NATO-ში გაწევრიანების გეგმებზე - ჩვენი მხრიდან მყისიერად, იმ წუთშივე გაიცემა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ", - თქვა მან.