უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, 14 ივნისის ღამეს უკრაინულმა ძალებმა რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმისთვის 70-ზე მეტი დრონი გამოიყენეს.
ბუდანოვის თქმით, ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო და აეროდრომს სულ მცირე 70 უკრაინული დრონი - Dragon და Splash-ი დაესხა თავს.
ბუდანოვის განმარტებით, ზარალის შეფასება მიმდინარეობს.
,,ზარალის შეფასება ახლა მიმდინარეობს. ველოდებით ინფორმაციას განადგურებული თუ დაზიანებული თვითმფრინავების შესახებ", - აღნიშნა ბუდანოვმა.