ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იოსებ ბაბაევმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარდამჭერებთან ერთად გააპროტესტა

იოსებ ბაბაევმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარდამჭერებთან ერთად გააპროტესტა.

როგორც იოსებ ბაბაევი ამბობს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მას აქვს მოლოდინი, რომ ისევ დაიჭერენ.

,,როდესაც გადავაადგილდები, ორი ადამიანი დამყვება ჩუმად და მიღებენ კამერებით, რომ ამ რუსულმა მილიციამ კიდევ რამე არ ჩამიდოს. შეუძლებელია ასე ცხოვრება. ეს რეჟიმი უნდა დამთავრდეს", - აღნიშნავს ბაბაევი.

როგორც მისი მხარდამჭერი და უფლებადამცველი ალექსი მერებაშვილი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგში.

,,ამ განჩინებამ პრაქტიკულად მწვანე შუქი აუნთო იარაღის ჩადების პოლიტიკას და სახელმძღვანელოდ იქცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ადამიანების მისაცემად", - აღნიშნა ალექსი მერებაშვილმა.

იოსებ ბაბაევის საქმეზე, მოსამართლე ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ბათილად სცნეს.

იოსებ ბაბაევი 4 ივნისს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებული იყო 236 მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვას.


ავტორი: ანა ბაქრაძე