ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რიჰარდს კოლსი: ლატვიის სეიმის ევროპის საქმეთა კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პატივი სცეს მოქალაქეების სურვილს და გაგრძელდეს ევროინტეგრაცია

ლატვიის სეიმის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის რიჰარდს კოლსის განცხადებით, ლატვიის სეიმის ევროპის საქმეთა კომისიამ მიიღო განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს პატივი სცეს თავისი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, გაგრძელდეს ევროინტეგრაციის კურსი და შეასრულოს ვალდებულებები. 

კოლსის განმარტებით, კომისია ,,ოცნებას" მოუწოდებს, EU-სა და NATO-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომები მიიღოს.

"სეიმის ევროპულ საქმეთა კომისიამ მიიღო განცხადება, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს გააგრძელოს ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი და პატივი სცეს ვალდებულებას, მიიღოს აუცილებელი ზომები საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად EU-სა და NATO-ში," - წერს კოლსი.