ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

Reuters: რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

Reuters-ი შვედეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ 14 ივნისს, რუსულმა თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. 

უწყების განცხადებით,  რუსული თვითმფრინავის, SU-24-ის შესაჩერებლად Gripen-ის თვითმფრინავები გაიგზავნა, ვინაიდან დამრღვევმა რადიო-გაფრთხილებას არ უპასუხა.

 საჰაერო ძალების უფროსის, იონას ვიკმანის თქმით, ინციდენტი შვედეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობის გამოვლინებაა. 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა საჰაერო სივრცის დარღვევას „მიუღებელი" უწოდა და თქვა, რომ ოფიციალური სტოკჰოლმი რუსეთის საელჩოს ოფიციალურ პირებს საგარეოში დაიბარებს.

ინციდენტი გოტლანდის კუნძულის არეალში მოხდა.

რუსეთის სამხედრო უწყებას მომხდარის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.