ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირაკლი ღარიბაშვილი „აგენტების კანონზე“: მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები

რაც შეეხება ამ კანონს, ჩემი პირადი აზრია და არა ჩვენი პარტიის აზრი, რომ როდესაც უცხო სახელმწიფოს ინტერესების ლეგალიზება ხდება, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან დიალოგის გაგრძელება.

„ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები - რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის. აგენტი არის აგენტი. აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი. ამაზე უნდა იყოს საუბარი. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, შეიძლება თუ არა მეგობარი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ვიყო. ეს ხომ კატასტროფაა? ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია უკვე. როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე? ინტერესი არსებობს ერთი - საქართველოს ინტერესი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.