აშშ-ში კაცმა აკვაპარკში ცეცხლი გახსნა. შედეგად 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიჭრა. AP-ის ინფორმაციით, შემთხვევა დეტროიტის გარეუბანში მოხდა.
მოგვიანებით პოლიციამ თავდამსხმელს მის სახლში, გარდაცვლილს მიაგნო. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ადგილობრივი შერიფის განცხადებით, 8 წლის ბავშვი თავშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.