ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საქსტატი: 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი 13.2 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.2 პროცენტით, ანუ 226.8 ლარით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.2 პროცენტით მეტია;

,,ინფორმაცია და კომუნიკაცია  – 3 956.5 ლარი – ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.0 პროცენტით მეტია; მშენებლობა – 2 624.6 ლარი – ზრდამ 22.3 პროცენტი შეადგინა.

2024 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი – 1 540.0 ლარით, ხოლო კაცების 2 343.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 289.8 ლარი (14.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 226.3 ლარით (12.9%) გაიზარდა და 1 985.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 069.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.8 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 035.1 ლარი, გაიზარდა 10.9 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 226.8 ლარით (13.8%) გაიზარდა და 1 870.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი",- წერია ინფორმაციაში.