საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი - შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში, მით უმეტეს, ახლა როდესაც მნიშვნელოვანი თამაში ელის ჩვენს გუნდს,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არავითარი ვალდებულება არ აქვს პრეზიდენტს, ვინმეს მითითებით გამოსცეს ბრძანებები და დააჯილდოოს ორდენით.
„კალაძე დღეს არ არის ფეხბურთელი. ის არის ვეტერანი ფეხბურთელი, მაგრამ მოქმედი ქალაქის მერი და „ქართული ოცნების“, აი, ამ „რუსული პარტიის“ გენერალური მდივანი და ნუ ინტრიგანობს, ნუ შემოაქვს დაპირისპირება სპორტულ სამყაროსა და პრეზიდენტს შორის. . ეს არის მისი პერსონალური პრეროგატივა და არავითარი სიების წარდგენა მთავრობისგან საჭირო არ არის.
ყოველდღიურად რომ აკომენტარებენ ამ ფეხბურთზე მთავრობის წევრები, თითქოსდა, ისინი თამაშობდნენ მოედანზე და თითქოსდა, მათი დამსახურებაა ეს. კობახიძე რომ ჩავიდა და დაღვრემილი სახეებით რომ ისხდნენ ჩვენი ფეხბურთელები, რატომ უშლის ხელს სამწვრთნელო პროცესს? რა საჭიროა გუნდთან ჩასვლა, რომელიც უნდა იყოს თამაშზე ფოკუსირებული და არა იმაზე, თუ რა კომენტარი მისცეს ამა თუ იმ ტელევიზიას.
საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი. მაგალითად, როდესაც ხარი მუშაობა, ხნავს, ოფლიანი, დაღლილი მოდის სახლში, შემოაჯდება რქაზე ბუზი და ამაყად რომ განაცხადებს, “ოჰ ერთად ვშრომობდითო". ამ მშრომელი ხარის რქაზე წამომჯდარი ბუზია მთავრობა, რომელიც სპეკულირებს ჩვენი მართლაც მაგარი წარმატებით. შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში, მით უმეტეს, ახლა როდესაც მნიშვნელოვანი თამაში ელის ჩვენს გუნდს“, - განაცხადა გოცირიძემ.