ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ჩამოყალიბებული ომის კაბინეტი დაითხოვა. ამის შესახებ ცნობას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ ომის კაბინეტი დატოვა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბენი განცმა, რომელსაც გენშტაბის ყოფილი უფრო გადი აიზენკოტიც მიჰყვა.
სავარაუდოდ, ახლა ნეთანიაჰუ „ჰამასთან“ ომთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს რამდენიმე მინისტრთან ერთად მიიღებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ომის კაბინეტი“ დაითხოვა
