მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პატივისცემა მოქმედი ელჩის მიმართ, რომლის საქმიანობა არის თვისებრივად განსხვავებული წინა ელჩის საქმიანობისგან შესაბამისად, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, მე მაქვს იმედი, რომ არსებული არასწორი რელსებიდან ეს ურთიერთობები გადავა სწორ რელსებზე, - ამის შესახებ საქართველოს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თავის დროზე ყოფილმა ელჩმა იმდენი გააფუჭა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამაზე მეტის გაფუჭება პრაქტიკულად თეორიულად იყო შეუძლებელი. მაქსიმუმი გააფუჭა წინა ელჩმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში“, - აღნიშნა კობახიძემ.