ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კობახიძის მტკიცებით, დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე

როცა გვარების დასახელების გარეშე წესდება სავიზო შეზღუდვები, მას ერთადერთი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს - ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, - ამის შესახებ საქართველოს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა ე.წ სავიზო შეზღუდვები, თვითონ არ უწოდებენ ამას სანქციებს, ეს არის სავიზო შეზღუდვები. რეალურად, ეს სავიზო შეზღუდვები დაწესდა გვარების გასაჯაროების გარეშე და უფრო მეტიც, ჩვენ გადავამოწმეთ, დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე. აქედან გამომდინარე, ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ოპოზიციაში არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. თვითონ ის გადაწყვეტილებაც, რაც გახმოვანდა, არის შეურაცხმყოფელი ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ ასე არ შეიძლება ელაპარაკებოდე პარტნიორ ქვეყანას, მაგრამ რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დატვირთვას, პრაქტიკული დატვირთვა არის რეალურად ნულოვანი. როცა გვარების დასახელების გარეშე წესდება სავიზო შეზღუდვები მას ერთადერთი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ მომავალში პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს. ეს არის ჩვენი სურვილი. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პატივისცემა მოქმედი ელჩის მიმართ, რომლის საქმიანობა არის თვისებრივად განსხვავებული წინა ელჩის საქმიანობისგან შესაბამისად, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, მე მაქვს იმედი, რომ არსებული არასწორი რელსებიდან ეს ურთიერთობები გადავა სწორ რელსებზე. თავის დროზე ყოფილმა ელჩმა იმდენი გააფუჭა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამაზე მეტის გაფუჭება პრაქტიკულად თეორიულად იყო შეუძლებელი. მაქსიმუმი გააფუჭა წინა ელჩმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.

არავითარი პრაქტიკული დატვირთვა ამას არ აქვს. თქვენ გახსოვთ, რომ თავის დროზე მოსამართლეების მიმართაც დაწესდა ასეთი სავიზო შეზღუდვები, თუმცა ამას არანაირი ფორმით არ უმოქმედია სასამართლოს საქმიანობაზე. არ შეუზღუდია სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამერიკის რეპუტაციაზე იმოქმედა. როდესაც სავიზო შეზღუდვებს აწესებ ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულებების გარეშე, ეს რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის რეპუტაციაზე მოქმედებს. ამერიკულმა მხარემ დააწესა მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვები, ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულებების გარეშე. “, - განაცხადა პრემიერმა.