ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პესკოვის განცხადებით, Wall Street Jourjnal-ის ჟურნალისტის საკითხზე, ამერიკულ მხარესთან კონტაქტები შედგა

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთში დაპატიმრებული Wall Street Jourjnal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის საკითხზე ამერიკულ მხარესთან კონტაქტები შედგა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან საუბარში ვლადიმირ პუტინმაც გაავრცელა.

პესკოვი აცხადებს, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები მშვიდ ვითარებაში უნდა გაგრძელდეს, ამიტომ გერშკოვიჩის საკითხზე არავითარი განცხადებები, ანონსები ან სხვა სახის ინფორმაცია არ გავრცელდება.

32 წლის ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი მოსკოვში 2023 წლის მარტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.