ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით, 2024 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა.

ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

შემზღუდველი ზომები, რომლებიც ამჟამად მოქმედებს, პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა და ის მოიცავს ევროკავშირში უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას.

გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ექვემდებარება გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი ყირიმში მოქმედი კომპანიებისთვის, ან უკანონოდ ანექსირებული ყირიმის გამოყენება ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში, ასევე, ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოსაპოვებლად და საწარმოებლად.