რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18-19 ივნისს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიმდინარე წლის 18-19 ივნისს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის კიმ ჩენ ინის მიწვევით მეგობრული, სახელმწიფო ვიზიტით კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას ეწვევა“, - აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
კიმ ჩენ ინი პუტინის მიწვევით რუსეთში 2023 წლის სექტემბერში იმყოფებოდა.