ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სახალხო დამცველი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის როლი განიხილეს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ იმპლემენტაციის მოსალოდნელ შედეგებზე, კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა, მათ შორის, დღემდე წინასწარ პატიმრობაში მყოფთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მათი საქმეების შესწავლის მიმდინარეობაზე.

ევროკავშირის ელჩი საპარლამენტო არჩევნებზე სახალხო დამცველის აპარატის სადამკვირვებლო მანდატით და წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების მავნე პრაქტიკის პრევენციის საკითხებითაც დაინტერესდა.