ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი იმ უწყებების ჩამონათვალს ავრცელებს, რომლებსაც ევროკავშირის დაფინანსება აქვთ მიღებული.
მათი ცნობით, აღნიშნული მონაცემები 2019-2024 წლებს ასახავს.
„ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის კონტექსტში დაზუსტება. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო", - წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი და მონაცემებს აქვეყნებს.
111,55 მილიონი ევრო - რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ადგილობრივი ხელისუფლებები;
101,40 მილიონი ევრო - ფინანსთა სამინისტრო;
62,75 მილიონი ევრო - თავდაცვის სამინისტრო;
57 მილიონი ევრო - გარემოს დაცვის სამინისტრო;
30,5 მილიონი ევრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
25,07 მილიონი ევრო - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
19 მილიონი ევრო - მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისია;
12,85 მილიონი ევრო - განათლების სამინისტრო;
10,5 მილიონი ევრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო;
7,4 მილიონი ევრო - მთავრობის ადმინისტრაცია.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2019-24 წლების პერიოდში, საჯარო დაწესებულებებმა ევროკავშირისგან 517,82 მილიონი ევრო მიიღო, რაც Covid-პანდემიისას გაცემულ 75-მილიონიან სესხსაც მოიცავს. სამოქალაქო საზოგადოება 46,1 მილიონი ევროთი დაფინანსდა, კერძო სექტორი კი 6,1 მილიონი ევროთი.