ათობით ჩრდილოკორეელმა სამხედრომ სამხრეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა. ცნობას ამის შესახებ სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 30-მდე სამხედრომ დაახლოებით 20 მეტრით გადაკვეთა დემილიტარიზებული ზონის საზღვარი, სამხრეთკორეული მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლების შემდეგ კი მალევე უკან დაბრუნდა.
სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტში მიიჩნევენ, რომ სამხედროებმა საზღვარი შემთხვევით გადაკვეთეს.