მოსკოვში „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები კიდევ ერთ ტერაქტს გეგმავდნენ, რომლის აღკვეთაც თურქული დაზვერვის დახმარებით მოხერხდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა „ჰურიეტი“ ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, მეორე თავდასხმა ასევე სავაჭრო ცენტრში იგეგმებოდა, რის შესახებაც ინფორმაცია თურქულმა დაზვერვამ უშუალოდ დაჯგუფების წევრებისგან მიიღო და ტერორისტების გეგმების შესახებ მოსკოვს შეატყობინა.
22 მარტს „კროკუს სიტი ჰოლზე“ ტერორისტულ თავდასხმას 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.