ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბოკუჩავა: კობახიძის განცხადება მორიგი დეზინფორმაციაა - რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ არის ნულის ტოლფასი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „აგენტების კანონის“ მიღებამდე, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული, დღეს კი ეს შანსი გაზრდილია 20-30%-მდე".

ბოკუჩავას თქმით, კობახიძის განცხადება მორიგი დეზინფორმაციაა.

„ეს არის მორიგი ტყუილი და დეზინფორმაცია ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, რომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში არის ნულის ტოლფასი, ამიტომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რასაც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ძალისხმევით, ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე", -განაცხადა თინა ბოკუჩავამ