საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ბათუმშიც ემზადებიან. “აჭარა ბეთ არენას” მიმდებარედ დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, სადაც მატჩს აჩვენებენ. ქომაგები ქუჩებში მსვლელობას 18:00 საათზე დაიწყებენ.
გულშემატკივრებს მოლოდინი აქვთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები წარმატებულად იასპარეზებს.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, სტადიონის მიმდებარედ ყველაფერია შექმნილი იმისთვის, რომ ქალაქმა რამდენიმე საათი საზეიმო ვითარებაში გაატაროს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დღეს გამართავს.
ავტორი: სულხან მესხიძე