ამერიკაში უკანონოდ მცხოვრები ასობით ათასი ადამიანი, რომლებიც ადგილობრივ მოქალაქეებზე არიან დაქორწინებულები, დეპორტაციას გადაურჩება.
ინიციატივა ჯო ბაიდენს ეკუთვნის და შეეხება მათ, ვინც აშშ-ში, სულ მცირე, 10 წელია იმყოფება. თეთრი სახლის ცნობით, ეს გადაწყვეტილება დაახლოებით ნახევარ მილიონს ადამიანს შეეხება.
წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, ამერიკელი ამომრჩევლები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიგრაციას ასახელებენ.