ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ალუდა ღუდუშაური: პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ - ვიზა მაქვს, რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა?

პარტნიორები, მით უმეტეს, სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ, ეს ყველაფერი კონტრპროდუქტიული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

ღუდუშაური იმედოვნებს, რომ ეს მიდგომა გადაიხედება და ელჩი აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადასატვირთად ყველაფერს გააკეთებს.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი მიდგომა გადაიხედება. რაც შეეხება ვიზების საკითხს, არ ვიცი, ვის მიუვიდა მსგავსი შეტყობინება, რომ ვისაც ვიზა არ აქვს, მას ვერ მიიღებსო. სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ეს ნაბიჯი დააზიანებს და ხელს არ შეუწყობს იმ ურთიერთობას, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს გაცხადებული. საქართველო ამერიკას პარტნიორ ქვეყნად მიიჩნევს, ამერიკელი ხალხი ქართველების მეგობარია და პირიქით. შესაბამისად, ასეთი ნაბიჯები გულდასაწყვეტია და ვისურვებდი, რომ ვითარების შეფასება რეალურად მოხდეს. ელჩმა თავად თქვა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის ყველაფერს გააკეთებდა. იმედია, ელჩი თავის სიტყვას შეასრულებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ პარტნიორები ერთმანეთს ასეთი ფორმით არ ესაუბრებოდნენ და ეს ურთიერთობა გადაიტვირთება. ურთიერთობის გადატვირთვის შემდეგ არ უნდა იყოს სივრცე იმასა, რომ ერთმანეთს რაღაც სანქციებით, შეზღუდვებით ვესაუბროთ.

ვიზა მაქვს, რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? მათ შორის ამერიკაში, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა სანქციების პირველ ტრანშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ, ვისაც არ აქვთ, ვეღარ მიიღებენ.