ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხვიჩია: გვეუბნებიან, რომ სამშობლოსთვის სანქცირდებიან, არადა სამშობლო სანქცირდება ჩვენი კოლეგების ქმედებების გამო - გვეცოდებიან

გამოდიან და გვეუბნებიან, რომ სამშობლოსთვის სანქცირდებიან, არადა პირიქით არის, სამშობლო სანქცირდება ჩვენი კოლეგების ქმედებების გამო, - ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ,,ქართული ოცნების" ლიდერების მისამართით განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ეს ის სიტუაციაა, როცა ადამიანი მართლა უნდა შეგეცოდოს.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ გვეცოდებიან ჩვენი კოლეგები, რომლებმაც არ იციან რას ჩადიან. რომლებიც ახლა გამოდიან და გვეუბნებიან, რომ სამშობლოსთვის სანქცირდებიან, არადა პირიქით არის - სამშობლო სანქცირდება ჩვენი კოლეგების ქმედებების გამო. საბოლოო ჯამში გაირკვევა, რომ სამშობლოს გამო კი არ სანქცირდებოდნენ არამედ პირიქით იყო და ეს ის სიტუაციაა, როცა ადამიანი მართლა უნდა შეგეცოდოს - ასეთი დამოკიდებულებით ვარ ჩვენი კოლეგების მიმართ სამწუხაროდ”, - განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა სანქციების პირველ ტრანშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ, ვისაც არ აქვთ, ვეღარ მიიღებენ.