ჩვენ სანქციებს ვუყურებთ ისე, რომ გვეცოდებიან კოლეგები, არ გვემეტებიან ამისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეცვალონ საკუთარი ქცევა, ვიდრე გვიანი არ არის,- ასე ეხმიანება „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებულ სანქციებს.
ხვიჩიას თქმით, სწორ გზაზე დაბრუნება გვიანი არასდროსაა.
„ზოგადად, სწორ გზაზე შემობრუნება არასდროს არის გვიანი. უბრალოდ, მეცოდებიან ეს ადამიანები, რომლებიც შარში გაეხვიენ და ოჯახის წევრებსაც შარში ხვევენ. მოლოდინით შევყურებ შემოდგომას და არჩევნებს, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების შემდეგ ამ ვითარებას ჩვენ გამოვასწორებთ და რაღაცნაირად მოვუბოდიშებთ, რომ ასეთი უხერხულობა დაგვემართა ყველასთან და ყველაფერთან. მოლოდინი მაქვს, ამერიკელები სიტყვას შეასრულებენ, მიუხედავად იმისა, ვგულშემატკივრობ თუ არა ვინმეს დასანქცირებას. აქედან გამომდინარე, მოლოდინიც იმის შესაბამისი მაქვს, რაც ითქვა და რაც საჯაროდაც გაცხადებულია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
აშშ-მა სანქციები 30-მდე პირს - „ოცნების“ წევრებს, პარლამენტარებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს დაუწესა.