ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იაგო ხვიჩია: ქათამს თავს რომ მოაჭრი და დადის, ისე მოძრაობს ოპოზიცია 

,,გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, დაესწრება თუ არა ოპოზიცია სამშაბათს, პლენარულ სხდომას, სადაც ,,აგენტების შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტო უნდა განიხილონ, ინფორმაცია არ აქვს.

ხვიჩიას თქმით, ,,გირჩი" სხდომაზე დასწრებას აპირებს.

,,ოპოზიცია ჩემზე გაბუტულია. ჯერ დაუმსახურებელ შეურაცხყოფებს გვაყენებდნენ, მერე ჩვენც არ დაგვიკლია, ოღონდ დამსახურებულად და ამის შემდეგ არ გვიზიარებენ გეგმებს. ამიტომ, ქათამს თავს რომ მოაჭრი და დადის, ისე მოძრაობენ. არავინ ჰყავთ ისეთი, ვინც ეტყოდა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. საკუთარ თავს უქმნიან კომფორტულ გარემოს, რომელიც ბოლოს მთავრდება იმით, რომ აქციაზე “ფეისკონტროლი” არის ბაია პატარაია. ჩვენ ამ ხალხს ასეთ შეცდომებს არ ვაშვებინებთ. ეს რომ არ მოსწონთ, ამიტომ არ გვეძახიან და არ მაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ სამშაბათს. მე იგივეს ვაპირებ, რასაც სხვადასხვა სამშაბათს ვაკეთებდი. თუ დაკვირვებიხართ, “გირჩი” ყოველთვის სრულყოფილად აფიქსირებს პოზიციას. სამშაბათ დღეს ჩვენ ამისთვის ვიყენებთ”, - განაცხადა ხვიჩიამ.