ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჰერჩინსკი: გულსატკენია იმის ნახვა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებული და გაყინულია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, გულსატკენია იმის ნახვა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია და გაყინული.

,,ევროკომისიის პრეზიდენტმა და საგარეო დიპლომატიის ხელმძღვანელმა ბორელმა, საჯაროდ თქვენს, რომ ყველა ვარიანტი იქნება განხილული. შემუშავებული გვაქვს, განსხვავებული ვარიანტები, რომლებიც გავაცანით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ახლა ისინი გადაწყვეტენ, რომელი ვარიანტი იქნება შერჩეული. ყველა ეს გადაწყვეტილება მიიიღება ორშაბათს, ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. შემდეგ კი, 27 ივნისს, ლიდერების დონეზე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ როცა ეს ხდება ამის პარალელურად იხსნება მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, გულსატკენია იმის ნახვა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია, გაყინულია და ამავდროულად წინ მიიწევს ორი ქვეყანა",- განაცხადა ელჩმა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს.