ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჰერჩინსკი: ვცდილობთ ჩინეთის გავლენის რისკების შემცირებას, რათა ჩვენი ეკონომიკა არ იყოს მასზე დამოკიდებული

ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, ამავდროულად, ვცდილობთ ჩინეთის გავლენის რისკების შემცირებას, რათა ჩვენი ეკონომიკა არ იყოს ჩინეთზე დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩი ამბობს, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს ქვეყნებთან.

„კომენტარს არ გავაკეთებ ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებაზე. ევროკავშირს აქვს ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა ჩინეთთან. ეს ურთიერთობა ვრცელდება ვაჭრობიდან კლიმატურ ცვლილებებამდე სხვადასხვა სფეროზე. ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, მაგრამ ამავდროულად, ვცდილობთ ჩინეთის გავლენის რისკების შემცირებას, რათა ჩვენი ეკონომიკა არ იყოს ჩინეთზე დამოკიდებული. საქართველოს გადასაწყვეტია, თუ როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ,,CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?".