გერმანული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე გაიზარდა.
„კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის“ ხელმძღვანელის, თომას ჰალდენვანგის განცხადებით, შესაძლოა ქვეყანაში ისეთი მასშტაბური კოორდინირებული ტერორისტული თავდასხმა იგეგმებოდეს, როგორიც გასულ წელს მოსკოვში მოხდა.
მისივე ინფორმაციით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო – ხორასანის“ წევრებმა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შეღწევა შეძლეს. დაჯგუფების სახელით გავრცელდა არაერთი მოწოდება, განხორციელდეს თავდასხმები „მარტივ სამიზნეებზე“ ევროპაში.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, ევროპა და კერძოდ გერმანია ჯიჰადისტური ორგანიზაციების სამიზნეს წარმოადგენენ.