საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში გუშინდელ მატჩს ეხმიანება და წერს, რომ ამაყობს ნაკრების თამაშით.
მისივე თქმით, ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და იმედოვნებს, რომ შემდეგი მატჩები უკეთესი იქნება.
„ამაყი ვარ გუშინდელი დღით და საქართველოს ნაკრების თამაშით. გამართულად და ხარისხიანად ვითამაშეთ, ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა და ალბათ ყველამ თავის ოჯახის წევრის, ახლობლის თუ მეგობრის წილი ხმა ჩამოიტანა გერმანიამდე. ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და მჯერა, შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ. ჩვენი პირველი გამოცდა მაღალ დონეზე ჩავაბარეთ და მადლობა ყველას, ვინც გუშინდელი დღე ასეთი დასამახსოვრებელი გახდა. წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს“,- წერს ქეცბაია.
გუშინ, 18 ივნისს, დორტმუნდში საქართველოს ნაკრები თურქეთთან დრამატულ მატჩში 3-1 დამარცხდა.