ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ საქართველოს, ამდენი და კიდევ მეტი უნდა ვიყოთ

ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას. ერთად უნდა გავუთენოთ და ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი. ავანთოთ ფარნები, ავანთოთ, დავანახოთ მსოფლიოს, დავანახოთ სამყაროს, - ამის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ 26 მაისს. ერთად უნდა ვიზეიმოთ 26 მაისი. გაუმარჯოს ჩვენს გზას 9 აპრილიდან 26 მაისამდე. გამოვიარეთ მთელი რუსთაველი, გამოვიარეთ მარცხენა და მარჯვენა სანაპირო და მოვედით თბილისის გულში, საქართველოს ისტორიის გულში. ჩვენი გული ფეთქავს. ჩვენ ჩვენი გულებიდან ავანთეთ საქართველო, გავათბეთ საქართველო, როგორც ვარსკვლავი, ელვარე ვარსკვლავი, ჩაუქრობელი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე“, - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

„გავათენოთ საქართველოსთვის" - საპროტესტო აქცია პარლამენტთან ხვალ, 22 საათზე დაიწყება. 13 მაისის დილას, ხელისუფლება „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით განიხილავს.