ქუთაისში, „გუბერნსკის ციხის“ ისტორიულ შენობას ანგრევენ. ტერიტორიის ახალი მესაკუთრე, ისტორიის მუზეუმის ყოფილი შენობის ნაცვლად, ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავს.
ბიზნესმენმა დავით კოსტავამ ტერიტორია 1 700 000 ლარად შეისყიდა. აუქციონზე მისი საწყისი ფასი 3 მილიონი ლარი იყო.
ციხემ ფუნქციონირება 2005 წელს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ავტოქარხნის დასახლებაში, სასჯელაღსრულების ნომერ მეორე დაწესებულება აშენდა.