ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„2024 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გაყიდა 60 000 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7580 შეადგინა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.