მაშველებმა მდინარე ლიახვში მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციაში TV24-ს განუცხადეს, ჯერჯერობით მისი ვინაობა დადგენილი არ არის.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოზარდს, რომელიც ცხინვალში მდინარემ გაიტაცა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებენ.
დღეს დილით სააგენტო „რესმა“ დაწერა, რომ ლიახვში დამხრჩვალი მოზარდის ცხედარი, აღმოჩენილია სოფელ ფხვენისში, გორის მუნიციპალიტეტში.