პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. დღეს დეპუტატების წინაშე გასაუბრებას სამი კანდიდატი: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი გაივლის.
პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მათი კანდიდატურები 4 ივნისს წარუდგინა.
მანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანი წარდგენილი კანდიდატების კონსტიტუციასთან და კანონთან შესაბამისობის დადგენა იყო.