პარლამენტი დღეს განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული მორიგი სადავო კანონპროექტი ასევე კრძალავს სქესის შეცვლას, ერთსქესიანთა ქორწინებას და ცვლის შვილად აყვანის წესებს.
გარდა ამისა, მაუწყებლებს და კინოთეატრებს კანონპროექტით ეკისრებათ ვალდებულება, დააცენზურონ სცენები, რომელიც ლგბტ პროპაგანდად აღიქმება.
კანონპროექტის განხილვა გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე დილიდან დაიწყო.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: - მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.
უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.