ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს.
„პაკეტი ახალ სამიზნე ზომებს ითვალისწინებს და არსებული სანქციების ზემოქმედებას მაქსიმალურად ზრდის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება მედიის ცნობით, ახალი პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსული თხევადი გაზის გადაზიდვის აკრძალვასაც ითვალისწინებს.
გარდა ამისა, ახალი პაკეტის მიხედვით, მესამე ქვეყნებში ევროპული კომპანიების შვილობილი სტრუქტურების მიერ სანქციების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ევროპელ ოპერატორებს დაეკისრება.
სანქციების ახალი პაკეტის მიღებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. მისი თქმით, ახალი სანქციები კიდევ უფრო შეუზღუდავს რუსეთს წვდომას საკვანძო ტექნოლოგიებზე და შეამცირებს რუსეთის შემოსავლებს ენერგეტიკის სექტორში.
🇪🇺 EU Ambassadors just agreed on a powerful and substantial 14th package of sanctions in reaction to the Russian aggression against Ukraine.
— Belgian Presidency of the Council of the EU 2024 (@EU2024BE) June 20, 2024
This package provides new targeted measures and maximises the impact of existing sanctions by closing loopholes.