ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მექაში, ჯაჰის დროს სიცხისგან დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

საუდის არაბეთის ქალაქ მექაში. ყოველწლიური ჰაჯის დღესასწაულის დროს სიცხისგან დაღუპულთა რიცხვმა უკვე 1000-ს გადააჭარბა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გასულ დღეებში მექის დიდი მეჩეთის მახლობლად, ჩრდილში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ +51 გრადუსი შეადგინა.

საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტროს გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ გაუვრცელებია, თუმცა, მათივე ცნობით, ჰაჯის პირველ დღეს სამედიცინო დახმარება 2764 ადამიანს დასჭირდა.