ჰელსინკის კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვაზე ექსპერტმა, ლინკოლნ მიტჩელმა საკუთარი მოსაზრება წარადგინა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს „აგენტების კანონის“ მიღების მოტივაცია საქართველოში.
„ერთი წლის წინ საქართველოს მთავრობამ ზუსტად იდენტური კანონი შესთავაზა, რამაც გამოიწვია მასობრივი გამოსვლები და ეს კანონი გამოიწვიეს და წელს იგივე გააკეთეს. კითხვა, იყო, რატომ? და შესაძლებელია, რომ მოსკოვს უნდოდა, რომ ეს გაეკეთებინა, ეს შესაძლებელია. ჩემი აზრით, რატომ მოხდა ეს ახლა, მე ვფიქრობ, რომ ხშირად ეს არის ბიძინა ივანიშვილის წესები და მას ჰყავს გარემოცვა, რომელიც ყველანაირ სურვილს უსრულებს იმისთვის, რომ ძალაუფლება ჰქონდეს და არავინ ეუბნება, რომ ეს არის სულელური იდეა.
ძაან ბევრი ადამიანი, რომელიც აღარ არის ქართული ოცნების ნაწილი, შესაძლებელია, რომ არავინ არ დარჩა მას, ვინც ეტყოდა, რომ ეს სისულელეა. მე ვერ დავამტკიცებ, რომ ეს რუსეთიდან ნაკარნახევი ნაბიჯია, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს რუსეთის ინტერესებშია და რუსეთს უწყობს ხელს და ანგრევს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს.
მინდა, სხვა საკითხი განვიხილო - არსებობს არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ეს მთავრობა იყო საქართველოს ხალხი და ამ კანონს აქვს მხარდაჭერა პარლამენტში და ეს არის პოლიტიკა. სინამდვილეში, ეს სიმართლეა. მაგრამ, ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი ქართული პოლიტიკის კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონტექსტი, რადგან საქართველოში ოქტომბერში იქნება არჩევნები და ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ არჩევნებზე და ამაზე მნიშვნელოვანი საქართველოში არაფერი არ მოხდება,- ამბობს მიტჩელი.