ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელში წერს. ამით ის ევროპის მოედანზე გამართულ მრავალათასიან აქციას გამოეხმაურა.
„ქართველი ხალხი თავის მოსაზრებას გამოთქვამს. არ შეუშინდა რა დაშინების ტაქტიკას, ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა“, – წერს სალივანი X-ზე.
The Georgian people are making their views known. Undeterred by intimidation tactics, tens of thousands of peaceful protestors turned out in rainy Tbilisi today to demand Georgian Dream withdraw the legislation.
— Jake Sullivan (@JakeSullivan46) May 12, 2024