ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დღეს ბერლინში ემიგრანტები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აქციას გამართავენ

ირაკლი კობახიძე არ არის სასურველი სტუმარი ბერლინისთვის - ამ მოწოდებით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველი ემიგრანტები აქციით დახვდებიან.

საპროტესტო შეკრება იგეგმება გერმანიის დედაქალში, სასტუმრო Adlon-ში, სადაც ქართული ოცნების ხელისუფლება, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორია ორგანიზაცია „გზა“, რომელიც ემიგრანტებმა დააფუძნეს და ცდილობენ ხელისუფლების მიერ ქვეყნის დაზიანებული იმიჯის დაცვას.