ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უთხარი არა ,,ქართული ოცნების" ვიზიტს ბერლინში! - აქტივისტები ბერლინში, 21 ივნისს, 15:00 საათზე აქციას აანონსებენ

უთხარი არა ,,ქართული ოცნების" ვიზიტს ბერლინში! არა რუსულ რეჟიმს!, - გერმანიაში, ბერლინში, 21 ივნისს, 15:00 საათზე, სასტუმრო ,,ადლონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველი აქტივისტები აქციას აანონსებენ.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი სურვილია რუსული რეჟიმის ,,ქართულ ოცნებას" შეახსენონ, რომ მათი ადგილი ევროპაში არ არის.

,,გააგონე შენი ხმა სასტუმრო ადლონში შექოცებულ ოცნებას! საქართველოს მთავრობა უტიფრად აგრძელებს საქართველოს საბოტაჟს. მათ ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისკენ და საფრთხეში აყენებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ დროს კი განაგრძობენ ევროპულ ვიზიტებს, რომლის ფარგლებში ისინი 21 ივნისს ბერლინს ეწვევიან , რათა აღნიშნონ ეროვნული დღესასწაული, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად ყველაზე წყნარი პერიოდია და გერმანელი პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იმყოფება დედაქალაქში.

ჩვენ ჩვენი აქციით გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსული რეჟიმის ქართულ ოცნებას, რომ მათი ადგილი არ არის ევროპაში, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალზე და უღალატეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს!

21 ივნისს 15 საათზე სასტუმრო ადლონთან ახლოს, მისამართზე - Unter der Linden 76, ვიკრიბებით, რათა ერთად გავაპროტესტოთ მოღალატეთა ვიზიტი და არ მივცეთ საშუალება კომფორტულად იყონ იქ, სადაც ისინი მტრებს ხედავენ," - წერია განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორია ,,გზა".