აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარში აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოუწოდა, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის მხარდაჭერა განაგრძოს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სატელეფონო საუბარში ბლინკენმა დადებითად შეაფასა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დღის წესრიგით მიღწეული შედეგები და მოუწოდა მხარეებს, რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ სამშვიდობო შეთანხმება.
ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზად არის შეიტანოს თავისი წვლილი სხომეთ აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.