ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო შეთანხმებულია

ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე უკრაინასა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოლაპარაკებების დაწყების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ელჩების დონეზე, 14 ივნისს იყო მიღებული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭომ დაამტკიცა ევროკავშირის საერთო პოზიცია, მათ შორის მოლაპარაკებების ჩარჩო უკრაინასა და მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს უხსნის გზას მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც 25 ივნისს ლუქსემბურგში შედგება.

უკრაინის საკითხზე შეხვედრა 25 ივნისს, ადგილობრივი დროით, 15:30 საათზე, მოლდოვის საკითხზე კი 18:00 საათზე დაიწყება.