ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაია სანდუმ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა

მაია სანდუმ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ეს არის ჩვენი გზა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისაკენ.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს დელეგაციას, რადგან ისინი ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს ლუქსემბურგში მომავალ კვირას"“, - დაწერა სანდუმ.