ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, ირაკლი კობახიძის გზას ირჩევს თუ გურამ მაჭარაშვილის

ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის, ორივე გზას თავისი მიმართება აქვს, მაგრამ მე მგონი, ისინი არ არიან ერთმანეთთან მაინცდამაინც თანხვედრილი, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება და „ხალხის ძალის“ გუშინდელი განცხადება არ არის ერთმანეთთან შეთავსებადი. ამავე დროს, ყველას ესმის, რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ნაწილია და მისი ლოცვა - კურთხევით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი გულწრფელობასთან დაკავშირებით, რაც ამ თემასთან შეიძლება არსებობდეს, ან არ არსებობდეს. ერთის მხრივ, შენი მარჯვენა ხელი გეუბნებოდეს, „დაგმე ამერიკა და ევროკავშირი“ და მარცხენა ხელი გეუბნებოდეს, „იცი რა, გადატვირთვაა საჭირო და ნორმალიზაცია, ჩემი აზრით, არ გამოიყურება სერიოზულად“, - განაცხადა ხვიჩიამ.