ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იაგო ხვიჩია: არ მომწონს მდგომარეობა, როცა ვინმეს სანქციებს ვგულშემატკივრობთ - მით უმეტეს, მთავრობის

არ მომწონს, როცა ვინმეს სანქციებს ვგულშემატკივრობთ, მით უმეტეს, მთავრობის. ეს ჩვენს ქვეყანაზე მაინცდამაინც კარგად ვერ იმოქმედებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს ეხებოდა.

„ქართველ ხალხს გამოფხიზლების შანსი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ, მგონი, აქამდე არ ვიცოდით, საით მივდიოდით. კანონმა ყველაფერი ცხადი გახადა. რაც შეეხება სანქციებს, არ მომწონს მდგომარეობა, როცა ვინმეს სანქციებს ვგულშემატკივრობთ. მით უმეტეს, მთავრობის. ეს ჩვენს ქვეყანაზე მაინცდამაინც კარგად ვერ იმოქმედებს. სანქციებზე საუბარი რეალური ხდება და ამერიკელებიც ამბობენ, რომ თავხედობაზე პასუხი იქნება. პასუხის მოლოდინში მარჩიელობას აზრი არ აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.